ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი მოსკოვს და პეკინს აკრიტიკებს


კლინტონი მოსკოვს და პეკინს აკრიტიკებს

კლინტონმა მოსკოვისა და პეკინის პოზიცია დაგმო და განაცხადა, რომ სირიის წინააღმდეგ გაეროს რეზოლუციის დაბლოკვით რუსეთი და ჩინეთი სირიელი ხალხის რეპრესირებას უწყობენ ხელს.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დღეს რუსეთი და ჩინეთი მკაცრად გააკრიტიკა მათი სირიის მიმართ არსებული პოლიტიკის გამო. კლინტონმა განცხადება დღეს ტუნისში გააკეთა, სადაც საერთაშორისო ლიდერები სირიის მთავრობაზე დამატებითი ზეწოლის განხორციელების გზებს განიხილავდნენ, რათა სირიაში დემოკრატიული ცვლილელების განხორციელება შესაძლებელი გახდეს.

კლინტონის თქმით, ბაშარ ალ ასადი კიდევ უამრავი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს თუ ჰუმანიტარული დამხარების ორგანიზაციებს იმ ქალაქებში შესვლის საშუალებას არ მისცემს, რომლებსაც ხელისუფლება უკანასკნელი კვირების განმავლობაში მძიმე არტილერიით ბომბავს. კლინტონმა მოსკოვისა და პეკინის პოზიცია დაგმო და განაცხადა, რომ სირიის წინააღმდეგ გაეროს რეზოლუციის დაბლოკვით რუსეთი და ჩინეთი სირიელი ხალხის რეპრესირებას უწყობენ ხელს.

XS
SM
MD
LG