ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი: მეც მიჭირს ახალი ამბების ყურება


ჰილარი კლინტონი "ირლანდიელ ქალთა საზოგადოების" მიერ გამართულ მიღებაზე.

ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის თქმით ის მზადაა ნოემბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კლიმატზე საჯაროდ ისაუბროს.

„მე, ბევრი ჩემი მეგობრების მსგავსად, მიჭირს ახალი ამბების ყურება“ - განაცხადა მან ირლანდიელ ქალთა საზოგადოების მიერ წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავად გამართულ სადილზე.

„მე მჯერა პოლიტიკური განსხვავებები არ უნდა გადაიზარდოს პირად უთანხმოებაში. ჩვენ არ უნდა ვაქციოთ ზურგი ერთმანეთს იმ მიზეზით, რომ ერთმანეთს პოლიტიკურად არ ვეთანხმებით. ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ და ერთმანეთისგან ვისწავლოთ“, - აღნიშნა კლინტონმა.

„მე მზად ვარ სიჩუმე დავარღვიო და ვისაუბრო იმ საკითხებზე რაც უკვე განიხილება სამზარეულოებსა და დღევანდელი დღის მსგავს შეკრებებზე, შევეცდები მოვუწოდო ყველას სიძლიერისკენ და მოძრაობისკენ“, - თქვა მან.

მას შემდეგ რაც ყოფილი სახელმწიფო მდივანი არჩევნებში დამარცხა, ის სულ რამდენჯერმე გამოჩნდა საჯარო სივრცეში.

XS
SM
MD
LG