ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის კავშირი საგანგებო სამიტისთვის ემზადება


დონალდ ტუსკი

ევროკავშირში დარჩენილი 27 სახელმწიფო 29 აპრილს საგანგებო სამიტზე იკრიბება. შეხვედრაზე ბრიტანეთის მიერ ბლოკის დატოვების პროცედურული საკითხები განიხილება, განაცხადა დღეს ევროპის კავშირის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტი მხარეებს შორის შეთანხმებაში რაც შეიძლება მეტი გარკვეულობის შეტანა იქნება, განსაკუთრებით იმ ადამიანების და კომპანიების მისამართით, ვიზეც ე.წ. ბრექსიტს უარყოფითი გავლენა ექნება.

ბრიტანეთმა ევროკავშირთან “გაყრის” პროცედურის დაწყების სურვილი 29 მარტს გამოთქვა. როგორც კი პროცედურა დაიწყებულად გამოცხადდება, შეთანხმების მისაღწევად მხარეებს ზუსტად 2 წელი ექნებათ. ევროკავშირი დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ განცხადებას შემდეგ კვირაში ელოდება.

XS
SM
MD
LG