ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი არჩევნებამდე მექსიკას არ ეწვევა


დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონი ამბობს, რომ ნოემბრის არჩევნებამდე მექსიკას არ ეწვევა.

კლინტონმა „ეი ბი სი“-ს სააგენტოს უთხრა, რომ ამის ნაცვლად ყურადღებას, შინ სამუშაო ადგილების შექმნაზე გაამახვილებს. ამ განცხადებამდე მან ტრამპის პენა ნიეტოსთან მოლაპარაკებას „სამარცხვინო საერთაშორისო ინციდენტი“ უწოდა და თქვა, რომ ტრამპმა არ იცის თუ სახელმწიფოს მეთაურს ეფექტურად როგორ უნდა ელაპარაკოს.

ტრამპი ორშაბათს ოჰაიოს ეწვია, პროფკავშირების წევრებს შეხვდა და პრეზიდენტ ობამას ბრალი დასდო იმაში, რომ მან ამერიკულ კორპორაციებს სამუშაო ადგილების მექსიკაში გადატანის ნება მისცა.

XS
SM
MD
LG