ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონის მომავალი ვიზიტი საქართველოში


კლინტონის მომავალი ვიზიტი საქართველოში
კლინტონის მომავალი ვიზიტი საქართველოში

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და კავკასიაში ოფიციალური ვიზიტის დროს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინიტონი სხვა საკითხებთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ყარაბაღის პრობლემას განიხილავს.

ჰილარი კლინტონი 5 დღიანი ვიზიტით ეწვევა პოლონეთს, უკრაინას, აზერბაიჯანს, სომხეთს და საქართველოს. ეს მისი პირველი მოგზაურობა იქნება ამ რეგიონში სახელმწიფო მდივნის რანგში.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შედეგად მოჰყვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ახალი ოკუპაცია. მიუხედავად იმისა რომ საერთაშორისო საზოგადოება მოსკოვისგან ომამდელი სტატუსქვოს აღდგენას მოითხოვს კრემლს მაინც არ გაყავს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის თანაშემწის ფილიპ გორდონის განცხადებით: “ ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეიარაღებული ძალების საწყის პოზიციებზე დაბრუნებას ავალდებულებს.“

რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს ქალბატონი კლინტონი კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მინსკის ჯგუფის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგემის მხრადჭერისკენ მოუწოდებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ტორონტოში დიდი რვიანის შეხვედრაზე სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებს სამშვიდობო ხელშეკრულების საბაზო პრინციპებზე შეთანხმებისკენ მოუწოდეს.

XS
SM
MD
LG