ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონმა შუა აზიური ტურნე დაასრულა


კლინტონმა შუა აზიური ტურნე დაასრულა
კლინტონმა შუა აზიური ტურნე დაასრულა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ცენტრალურ აზიაში ტურნე დაასრულა, სადაც რეგიონის ლიდერებს შეხვდა და ტერორიზმთან ბრძოლის, ეკონომიკის და ადამიანის უფლებების საკითხები განიხილა. უზბეკეთის დედაქალაქში ტაშკენტში, ჰილარი კლინტონი პრეზიდენტ ისლამ კარიმოვს შეხვდა და ავღანეთში მყოფი ამერიკის ჯარების მხრადაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თუმცა, ამავე დროს გამოთქვა შეშფოთება უზბეკეთში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობის გამო. კლინტონმა იმავე საკითხებზე ისაუბრა დუშანბეში ტაჯიკეთის პრეზიდენტ იმომალი რახმონოვთან შეხვედრის დროსაც. კლინტონმა რეგიონში ვიზიტისას ასევე განიხილა „ახალი აბრეშუმის გზის“ მშენებლობის გეგმა, რომელმაც ცენტრალურ აზიაში ვაჭრობის ბრუნვის ზრდას უნდა შეუწყოს ხელი.

XS
SM
MD
LG