ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ნელსონ მანდელას შეხვდა


კლინტონი და მანდელა
კლინტონი და მანდელა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სამხრეთ აფრიკაში იმყოფება, სადაც ის ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ნელსონ მანდელას შეხვდა. სამხრეთ აფრიკა კლინტონის აფრიკული ტურნეს ბოლო ქვეყანაა.

კლინტონისა და მანდელას შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. 94 წლის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაუარესდა. კლინტონთან შეხვედრის შემდეგ, მან პრესას ფოტოების გადაღების საშუალება მისცა, მაგრამ განცხადება არ გაუკეთებია.

კლინტონი სამხრეთ აფრიკაში რამდენიმე დღე დარჩება და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

სახელმწიფო მდივანი სამხრეთ აფრიკაში მალავიდან ჩავიდა, სადაც პრეზიდენტი ჯოის ბანდა აპრილში ხელისუფლებაში მოსვლის დროიდან განხორციელებული რეფორმების გამო შეაქო. გარდა ამისა, კლინტონმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მიერ დემოკრატიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების გამო, ამერიკამ მალავისთვის საერთაშორისო დახმარების მიწოდება განაახლა.
XS
SM
MD
LG