ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ანგარიშის თანახმად, კაცობრიობის უმეტესი ნაწილი საფრთხის წინაშეა


გაეროს საგანგებო ანგარიში აფრთხილებს, რომ კაცობრიობის უმეტეს ნაწილს, ოკეანეებზე და დედამიწის გაყინულ რეგიონებზე გლობალური დათბობის დამანგრეველი გავლენა ემუქრება.

კლიმატის ცვლილების საკითხზე მთავრობათაშორისი პანელის ანგარიში ასკვნის, რომ კლიმატის ცვლილება ოკეანის დათბობას აჩქარებს, ზღვის დონეს ამაღლებს, ყინულის საფარს და მყინვარებს ადნობს და ამასთან დაკავშირებულ სხვა ეკოლოგიურ პრობლემებს იწვევს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ თუ გლობალური დათბობა არ შენელდება, საუკუნის ბოლოსთვის ზღვის დონე თითქმის ერთი მეტრით აიწევს. ასეთი ვითარება გამოიწვევს თევზის რაოდენობის შემცირებას, ნაკლებ თოვლს და ყინულს, უფრო ძლიერ ქარიშხლებს და „ ელ ნინიო“ სისტემებს.

ანგარიშის ერთ-ერთმა წამყვანმა ავტორმა, პრინსტონის უნივერსიტეტის გეო-მეცნიერების პროფესორმა მაიკლ ოპენჰაიმერმა თქვა: „ოკეანეებს და დედამიწის ყინულოვან ნაწილებს დიდი პრობლემა აქვთ და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენც დიდი პრობლემა გვაქვს.“

ანგარიშში გამოთქმულია ვარაუდი, რომ გლობალური დათბობა საკვებით მომარაგებაზე, მთელ საზოგადოებებზე, და გლობალურ ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

თუმცა ავტორებმა თქვეს, რომ ანგარიშში მოყვანილი, ყველაზე უარესი სავარაუდო სცენარების თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუ სითბოს დამჭერი გაზების გამოფრქვევას, მსოფლიო შესაბამისად მოუვლის.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG