ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლიმატური ცვლილებები სხვადასხვა ფორმებით იჩენს თავს


კლიმატური ცვლილებები სხვადასხვა ფორმებით იჩენს თავს
კლიმატური ცვლილებები სხვადასხვა ფორმებით იჩენს თავს

კლიმატური ცვლილებები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაპირისპირების საბაბი ხდება. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია აფრიკაში.

როგორც შეერთებული შტატების გარემოს დაცვის ფონდის წარმომადგენელი ჯეფრი სტარკი აცხადებს მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა უგანდაში შექმნილმა სიტუაციამ:“ კლიმატური ცვლილებები სხვადასხვა ფორმებით იჩენს თავს. ეს არის ტემპერატურის მატება, გვალვა, იშვიათად მოსული კოკისპირული წვიმები, სეტყვა. მწყემსები იძულებულნი არიან თავიანთი ნახირი უფრო შორეულ საძოვრებზე ატარონ. საძოვრების და წყლის ძებნაში მომთაბარეები ადგილობრივ მიწათმოქმედებთან ძალაუნებურად შედიან კონფიქტში.“

ამგვარი დაპირისპირება აფრიკის რამდენიმე რაიონში შეიმჩნევა. ამის გამო საერთაშოროსო საზოგადოება ვალდებულია ადგილობრივ მთავრობებს დახმარება აღმოუჩინოს რომ ეს კონფლიქტები სერიოზულ დაპირისპირებასა და ომში არ გადაიზარდოს.

ჯეფრი სტარკი, რომელიც ეთიოპიის სამხრეთში გვალვის კატასტროფულ შედეგებს აკვირდება სამართლიანად აღნიშნავს:“ გარედან ნებისნმიერი ჩარევა, რომელიც სასმელ წყალთან და საკვებთან იქნება დაკავშირებული სხვადასხვა მხარის ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტი გარდაუვალი იქნება.“

კლიმატური ცვლილებები მსოფლიოს სხვა რაიონებშიც დიდი თავსატეხი გახდა. როგორც ბრიტანეთში ბაზირებული საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ჯანანი ვივეკანანდა აცხადებს რთული სიტუაციაა შექმნილი ნეპალის აღმსოსავლეთში, სადაც უკანსკნელი წლების განმავლობაში შესამჩნევად იკლო მუსონური წვიმების სეზონმა.

ანალიტიკოსების აზრით ამინდის ცვლილების გამო განსაკუთრებით სახიფათო ვითარება იქმნება იმ ქვეყნებში, სადაც დიდია უმუშევარი ახალგაზრდობის ხვედრითი წილი მოსახლეობაში და სადაც დიდი რაოდენობის იარაღი და არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციაა გამეფებული.

როგორც ჯანანი ვივეკანანდა ამბობს:“ ხელისუფლების სხადასხვა წევრები გარემოს დამცავ ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული კონფლიტების საკითხებში, რადგან ამ პრობლემების მოგვარებაში ორივე მხარეა დაინტერესებული.“

ოპტიმისტურად არის განწყობილი შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფონდის წარმომადგენელი კონფლიქტოლოგი სინთია ბრედი, რომელიც აცხადებს, რომ უკანასკნელი წლების გამოცდილებამ დადებითად იმოქმედა საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევაზე კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში.

ქალბატონი ბრედის აზრით ძალზე მნიშვნელოვანია ამ საქმეში გაეროს როლი, რომელიც კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით საერთო პოლიტიკის შემუშავებას ცდილობს მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ დონეზე ამ პრობლემას განსხვავებული მიდგომა ჭირდება.

XS
SM
MD
LG