ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლაპერი: რუსეთის გავლენით საქართველომ შესაძლოა ორიენტაცია შეიცვალოს


ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის დირექტორი ჯეიმს კლაპერი აცხადებს, რომ საქართველომ შესაძლოა პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალოს რუსეთის ზეწოლის ქვეშ. "საქართველო რუსეთის ზეწოლის პირობებში სტრატეგიულ, დასავლურ ორიენტაციას შეიცვლის. მაშინაც კი, როდესაც საქართველოში რეფორმებით პროგრესი ხდება, ქვეყნის პოლიტიკა პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე მერყევი იქნება." მისი თქმით, ეკონომიკური გამოწვევები მთავრობისთვის მთავარი პოლიტიკური "სისუსტე" გახდება 2016 წლის არჩევნებამდე.

ამ განცხადებას გამოხმაურება უკვე მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხირდან.

კლაპერი, აქვე, სკეპტიკურად აფასებს ავღანეთში დაწყებულ შერიგების ძალისხმევას და აცხადებს, რომ 2016 წელს ეს ვითარება კრიზისის სერიოზულ რისკს წარმოშობს.

კლაპერმა ამერიკის სენატის კომიტეტს სპეციალური მოხსენებით სამშაბათს მიმართა და 2016 წლის განმავლობაში მოსალოდნელი საფრთხეები მიმოიხილა.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG