როგორც გაეროს ოფიციალური პირები აცხადებენ, უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობა 20%-ით დაეცა. 5 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დაფიქსირდა კლების ტენდენცია. ეს ინფორმაცია გავრცელდა იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო კონტიგენტი თანდათან აპირებს ავღანეთიდან გასვლას და უსაფრთხოების კონტროლის ადგილობრივ ძალებზე გადაბარებას.
ავღანეთში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი იან კუბისი პრესკონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა, სადაც აღნიშნა, რომ უკანასკნელი 4 თვის მანძილზე დაიღუპა 579 მშვიდოებიანი მოქალაქე და 1216 დაიჭრა. დაღუპულთა 80% მეამბოხეთა ძალადობის მსხვერპლი გახდა.