ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დილის სიგარეტი ყველაზე მავნებელია


განვითარებად ქვეყნებში, ყოველწლიურად მოწევით გამოწვეული დაავადებებით ექვსი მილიონი ადამიანი იღუპება.

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ცნობილია, რომ მოწევა მავნებელია და ისეთ დაავადებათა გაჩენას უწყობს ხელს, როგორიცაა კიბო, ემფიზემა და გულსისხლძარღვთა დაავადებები. თუმცა ახალი კვლევა აჩვენებს, რომ სიგარეტი კიდევ უფრო მეტ უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ვიდრე ექიმებს აქამდე ეგონათ.

მსოფლიო ჯადაცვის ორგანიზაციის განცხადებით, განვითარებად ქვეყნებში, ყოველწლიურად მოწევით გამოწვეული დაავადებებით ექვსი მილიონი ადამიანი იღუპება.

პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებმა კვლევა იმ ადამიანებზე ჩაატარეს, ვინც პირველ სიგარეტს დილით გაღვიძებისთანავე ეწევა. მკვლავერთა განცხადებით, ამ ტიპის მწეველები უმეტესად ფილტვების და პირის ღრუს კიბოთი ავადდებიან:

„ წლების განმავლობაში ნიკოტინზე დამოკიდებულება ფეიჯერსტორმის ტესტით, რამდენიმე პარამეტრის მიხედვით იზომებოდა. დილით გაღვიძებისთანავე სიგარეტის მოწევა, თამბაქოზე დამოკიდებულებას ყველაზე ნათლად განსაზღვრავს. ამით ვლინდება, თუ რამდენადაა დამოკიდებული ადამიანი სიგარეტზე."

პროფესორმა ჯოშუა მუსკატმა დანამდვილებით იცის, თუ რატომ არის ბევრად მავნე და საშიში ჩვევა- გაღვიძებისთანავე სიგარეტის მოწევა :

„თამბაქოზე დამოკიდებულების განსაზღვრისას უნდა გავითვალისწინოთ, რა დროს და რა სიხშირით ეწევიან ადამიანები. თუ ეს დილაა, მაშინ მწეველი ყველაზე ღრმა და ხშირი ნაფაზებით ეწევა.“

რაც უფრო ღრმად და ხშირად ჩაისუნთქავს ადამიანი სიგარეტის კვამლს, მით უფრო მეტი რაოდენობის ტოქსინი შედის მის ფილტვებში:

„ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აღმოვაჩინეთ ის არის, რომ ამ დროს ადამიანები ყველაზე დიდი რაოდენობით ნიტროზამს ანუ კანცეროგენს იღებენ.“

ეს კი ის ქიმიური შემადგენლობაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში კიბოს დაავადებებს იწვევს. კანცეროგენის ყველაზე მაღალი რაოდენობა ორგანიზმში იმ ადამიანებს აღენიშნებათ, ვინც დილით გაღვიძებისთანავე სიგარეტს ეწევა.

„ზუსტ ციფრს, თუ რამდენად დიდია რისკი ასეთი მწეველებისთვის ჯერჯერობით ვერ ვასახელებთ, რადგან კვლევა ახალი დაწყებულია. თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ თუ შარდში კანცეროგენი აღმოვაჩინეთ, ამ ტიპის მწეველები ფილტვის კიბოს დაავადების რიკის ჯგუფში ჩაეწერებიან.“

მეცნიერებმა კვლევა 2000 ზრდასრულ ადამიანზე ჩაატარეს, რომელთაგან 30 პროცენტი პირველ სიგარეტს გაღვიძებიდან 5 წუთში ეწევა.

„მწეველები ხშირად მეკითხებიან, თუ რა მოხდება, არა დილით, არამედ მოგვიანებით, დღის განმავლობაში რომ მოწიონ სიგარეტი. არა მგონია, რომ ამით რაიმე შეიცვალოს. ადამიანები ვერ ხვდებიან, თუ რამდენად არიან დამოკიდებულები ამ მავნე ჩვევაზე. ჩემი რეკომენდაციაა , გააკოტროლოთ და გაღვიძებიდან რამდენ წუთში არ მოსწიოთ პირველი სიგარეტი, ამით თქვენი თამაბაქოზე დამოკიდებულების ხარისხი შემცირდება. აქედან გამომდინარე კი შემცირდება იმის რისკიც, რომ ფილტვის კიბო დაგემართოთ.“

პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში ისინი შექმნიან მოწყობილობას, რომლითაც გაიზომება ნიკოტინში შემავალი იმ მავნე ნივთიერებების რაოდენობა, რასაც მწეველი მთელი დღის განმავლობაში შეისუნთქავს.
XS
SM
MD
LG