ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯაშუშების უწყებამ დაკითხვებთან დაკავშირებით დოკუმენტი გაასაჯაროა


დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს სათაო ოფისი
დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს სათაო ოფისი

დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს რამდენიმე დოკუმენტი, რომლებსაც საიდუმლო კლასიფიკაცია მოეხსნა, ადასტურებს, რომ სააგენტოს მაღალჩინოსნები დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ დაკავებისა და დაკითხვის მათი პროგრამა “უნიკალურ და ფასდაუდებელ სადაზვერვო მასალას” უზრუნველყოფდა.

ჯაშუშების სააგენტოს ზოგიერთი ხელმძღვანელი ამ მეთოდების გამოყენებას ღრმა სკეპტიციზმით უდგებოდა. მეთოდების ლეგალურობასთან დაკავშირებული კითხვების გამო, მათი ნაწილი დაკითხვების შესახებ დოკუმნეტაციის შენახვის წინააღმდეგი იყო.

ინფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხად, დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ 50 დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლებიც ჯამში ასობით ფურცელია. ამ დოკუმენტების დიდი ნაწილი არ იკითხება დაბლოკილი ნაწილების გამო. გარდა ამისა, დოკუმენტებში გაშავებულია მონაცემები ადრესატების, გამგზავნებისა და კომუნიკაციის თარიღსა და დროის შესახებ.

დაკავებისა და ეგრეთწოდებული, "დახვეწილი" დაკითხვის ამ პროგრამის ავტორიზაცია პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმებიდან ექვსი დღის შემდეგ გასცა.

XS
SM
MD
LG