ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ისლამური სახელმწიფო" გაფართოების სტრატეგიაზე მუშაობს


ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” საქმიანობის სირიის და ერაყის მიღმა გავრცელების სტრატეგიაზე მუშაობს.

ჯონ ბრენანის თქმით, დაჯგუფება აღარ შემოიფარგლება სირიასა და ერაყში ან მეზობელ ქვეყნებში მკვლელობებით.

“საერთაშორისო თანამეგობრობამ თანმშროლმობის, ინფორმაციის გაცვლის და დაზვერვის უპრეცედენტო, გაერთიანებულ ზომებს უნდა მიმართოს,” განაცხადა ბრენენმა.

მისი თქმით არსებობს ნიშნები, რომ პარიზის თავდასხმები ბოლო 7 თვის განმავლობაში იგეგმებოდა.

XS
SM
MD
LG