ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა სამუშაოს ასრულებენ კონტრაქტორები ახლო აღმოსავლეთში?


რა სამუშაოს ასრულებენ კონტრაქტორები ახლო აღმოსავლეთში?
რა სამუშაოს ასრულებენ კონტრაქტორები ახლო აღმოსავლეთში?

პაკისტანში ორი ადამინის მკვლელობისთვის დაკავებული ამერიკელი რეიმონდ დევისი შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ხელშეკრულებით მოქმედებდა ქვეყანაში. ინციდენტმა ვაშინგტონსა და ისლამაბადს შორის ურთიერთობები საკმაოდ დაძაბა, ექსპერტებში კი წამოჭრა შეკითხვა იმის თაობაზე თუ რამდენად ეფექტურია მათი მუშაობა რეგიონში.

ანალიტიკოსების განცხადებით, შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურები, სახელმწიფო დეპარტამენტი და სამხედროები სულ უფრო მეტად ხდებიან დამოკიდებულნი კონტრაქტორებზე ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა ერაყი, ავღანეთი და პაკისტანი. მათ საქმიანობაში შედის როგორც ადამინების დაცვის უზრუნველყოფა ისე სადაზვერვო მასალების შეგროვება და ანალიზი.

ტაქტიკური დაზვერვის კერძო კომპანია „სტრატფორის“ ვიცე პრეზიდენტის სკოტ სტუარტის განცხადებით, კონტრაქტორების დასაქმება ცხელ წერტილებში აშშ-ის მთავრობას მეტ მოქნოლობას ანიჭებს :

"თუ სახელმწიფო დეპარტამენტის ან ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს გადახედავთ, შეამჩნევთ, რომ დრო და დრო ადგილი აქვს დიდ გადახარჯვებს. ბიუჯეტის დეფიციტის პირობებში თანამშრომლების სამუშაო ადგილებიდან გაშვება მიზანშეწონილი არაა, კონტრაქტორების კადრების შეკვეცა კი ადვილია, თანაც უმტკივნეულო პროცესია."

იმ ფონზე, როდესაც ამერიკის მთავრობა უფრო მოქნილ პოლიტიკას ახორციელებს ხელშეკრულებით აყვანილ სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებით, ქვეყნები სადაც ისინი მოქმედებენ , სულ უფრო დიდ შეშფოთებას გამოხატავენ . ზოგიერთი კონტრაქტორი აგრესიულ ქმედებებში ყოფილა გამოვლენილი , ზოგსაც მკვლელობაში ედება ბრალი. ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი კონტრაქტით მომუშავე სადაზვერვო სამსახურის მუშაკების ქვეყნიდან გაყვანას მოითხოვს. პაკისტანმა კი თავის მხრივ მათი აღრიცხვა მოითხოვა. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც რომ კონტრაქტორებმა მილიონობით დოლარი მიითვისეს.

როგორც კონტრაქტორების საწვრთნელი კომპანიის მფლობელი შოუნ ენგბრეხტი აცხადებს, პრობლემა მდგომარეობს იმაში , რომ შეერთებული შტატების სააგენტოებს არ გააჩნიათ კონტრაქტორების კონტროლის საკმარისი ბერკეტები, და გამოთქვა აზრი რომ აუცილებელია მათი ლიცენზირება.

"ერთის მხრივ ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ ერთ მაგიდასტან და მოვილაპარაკოთ , შევთანხმდეთ საერთო უნივერსალურ მოქმედების გეგმზე, სადაც თავის მოთხოვნებს თავდაცვის და სახელმწიფო დეპარტამენტები წამოაყენებენ , ან მეორეს მხრივ ყველა კერძო სადაზვერვო კომპანია განვითარდეს თავისით , რაც საბოლოოდ მიგვიყვანს ქაოსამდე, კორუპციამდე და უზარო მსხვერპლამდე."

ის თუ რა სამუშაოს ასრულებდა რეიმონდ დევისი პაკისტანში გახმაურებული არაა, ერთი კი ცნობილია რომ ის ლაჰორში მომუშავე ცენტრალური სადაზვრვო სააგენტოს გუნდის და სხვა კონტრაქტორების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. რამდენად აქტიურ როლს თამაშობდა ის სხვა ოპარაციებში განცხადება ამის თაობაზე არ კეთდება.

შოუნ ენგბრეხტი, რომელიც თავად ერაყში კერძო სადაზვერვო კომპანიას წარმოადგენდა, აცხადებს, რომ კონტრაქტორთა დაქირავება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საშუალებას აძლევს გაემიჯნოს ზოგიერთ ოპერაციას, რომელიც დღის შუქზე გმოვლინდება.

"რაც უფრო მეტი კონტრაქტორი ეყოლება ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მით უფრო თავისუფლად შეძლებს ის გამიჯვნას და იმის თქმას რომ მიუხედავად იმისა რომ გუნდი წევრია, მაინც ჩვენი სახელით არ მოქმედებდა. ამით მიზნის მიღწევა ხდება დიდი რისკის გარეშე"

აშშ-ი კვლავაც იმეორებს, რომ რაიმონდ დევისი ამერიკის საელჩოს ადმინისტრაციული და ტექნიკური მომსახურების თანამშრომელიადა მას დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს.

XS
SM
MD
LG