ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“მწარე ლუკმას” ჩინეთი არასოდეს გადაყლაპავს - პრეზიდენტი სი ძინპინი


დღეს ჩინეთში მმართველი კომუნისტური პარტიის მარჯვენა ხელის, ჩინეთის სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის 90 წლის იუბილეს აღნიშნავენ. პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გარე ძალებს არასოდეს დანებდება.

“არასოდეს, არცერთ ხალხს, ორგანიზაციას, თუ პოლიტიკურ პარტიას არ მივცემთ ჩინეთის ტერიტორიის ხელყოფის უფლებას, არცერთ მომენტში, არანაირი ფორმით” - თქვა პრეზიდენტმა საზეიმო ცერემონიაზე გამოსვლისას. პეკინში შეკრებილ აუდიტორიაში კომუნისტური პარტიის ოფიციალური პირები, არმიის ოფიცრები და მაღალჩინოსნები იყვნენ. “ნურავინ მოელის, რომ ჩვენ მწარე ლუკმას გადავყლაპავთ, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, ან განვითარების ინტერესებს დააზიანებს” - დასძინა პრეზიდენტმა სი ძინპინმა.

ჩინეთი საკუთარი ინტერესების დაცვას რამდენიმე სადავო ტერიტორიაზე ცდილობს. მათ შორისაა სამხრეთ ჩინეთის ზღვის წყლები, ტაივანის მიწები, თუ ჰიმალაის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ტერიტორიები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG