ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემიის ლაურეატი ჩინეთის ციხიდან გაათავისუფლეს


გამოჩენილი ჩინელი დისიდენტი და ნობელის მშვიდობის პრემიისმფლობელი ლიუ ხიაობო ციხიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაათავისუფლეს. მას გვიანი სტადიის თირკმლის სიმსივნის დიაგნოზი გასულ თვეში დაუსვეს და როგორც მისი ავდოკატი ამბობს, მკურნალობდნენჩრდილო აღმოსავლეთ ქალაქ შენიანგის ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.

61 წლის ლიუს 11 წლიანი პატიმრობა 2009 წელს შეუფარდეს დემოკრატიული ღირებულებების ადვოკატირებისთვის ჩინეთში. 2010 წელს კი ნობელის კომიტეტმა მას მშვიდობის პრემია მიანიჭა: „მისი ხანგრძლივი და მშვიდობიანი ბრძოლისთვის ჩინეთში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისთვის“ - კომიტეტის აღიარებამ ჩინეთის მთავრობა განარისხა. საერთაშორისო საზოგადოება კი ლიუს გათავისუფლებას წლების განმავლობაში ითხოვდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG