ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის სამხედრო შეიარაღება ძლიერდება


ჩინეთმა საბჭოთა ხომალდი 1998 წელს უკრაინისგან იყიდა და დალიანში გადააკეთა

ჩინეთის პრეზიდენტი, ჰუ ჟინტაო ქვეყნის პირველი ავიამზიდის გაშვებას მიესალმა, რითაც პეკინის მზარდი სამხედრო შეიარაღების შესახებ ეჭვები კიდევ ერთხელ გაამართლა.

სამშაბათს, პრემიერ მინისტრი, ვენ ჟიაბაო და სამხედრო მაღალჩინოსნები, ასობით საზღვაო მოსამსახურესთან ერთად, ჩრდილოეთ ჩინეთის საპორტო ქალაქ დალიანში ცერემონიას დაესწრნენ.

ჩინეთმა საბჭოთა ხომალდი 1998 წელს უკრაინისგან იყიდა და დალიანში გადააკეთა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ავიამზიდი ჩინეთის საზღვაო შეიარაღებაში წინ გადაგმული ნაბიჯი იქნება.
XS
SM
MD
LG