ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის პოლიციის უფროსს განაჩენი გამოუტანეს


ეჭვმიტანილმა აღიარა თავისი დანაშაული და ხელისუფლებას დახმარება აღმოუჩინა ბრიტანელი ბიზნესმენის ნეილ ჰეივუდის მკვლელობის საქმის გახსნაში

ჩინეთის სასამართლომ პოლიციის ყოფილ უფროსს, ვანგ ლიჯინს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ეჭვმიტანილმა აღიარა თავისი დანაშაული და ხელისუფლებას დახმარება აღმოუჩინა ბრიტანელი ბიზნესმენის ნეილ ჰეივუდის მკვლელობის საქმის გახსნაში, რომელიც გავლენიანი ჩინელი პოლიტიკოსის, ბო ხილაის მეუღლემ გამოასალმა სიცოცხლეს.

სასამართლოს მასალების მიხედვით ლიჯინმა თავიდან დანაშაულის დაფარვა სცადა, თუმცა სიმართლის შეტყობის შემდეგ თავის ყოფილ უფროსს და მის მეუღლეს დაუპირისპირდა.
XS
SM
MD
LG