აზიის რამდენიმე სახელმწიფოს მიერ გამოთქმული პროტესტის მიუხედავად, ჩინეთის სამხედრო ხომალდები სადავო ტერიტორებზე პატრულირებას გააგრძელებენ - აცხადებს გენერალ-ლეინტენანტი ჩინ ჯანგუო. გენერალს ჩინეთის არმიაში მთავარსარდლის მოადგილის პოსტი უკავია.
გენერალმა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ პატრულირება აღმოსავლეთ ჩინეთის და სამხრეთ ჩინეთის ზღვებში ჩინეთის სუვერენიტეტის დაცვის საკითხია. ამასთან, გენერლის თქმით, ჩინური სამხედრო ხომალდების გადაადგილება კანონის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნულ ზღვებთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის იაპონიის, ვიეტნამის, ფილიპინების, ბრუნეის და მალაიზიის კანონმდებლობასთან.