ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის ყოფილი მინისტრის სასამართლო


ლიუ თანამდებობიდან 2011 წელს გაათავისუფლეს და ოფიციალური ვერსიით მას „მძიმე დარღვევებში“ ედებოდა ბრალი

ჩინეთის რკინიგზის ყოფილი მინისტრი დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგა. მას ბრალად კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ედება.

ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო სინჰუას ინფორმაციით, ლიუ ჟიძუნის საქმის პირველი მოსმენა დღეს გაიმართა. ამ ეტაპზე ცნობილი არ არის თუ რა შეიძლება იყო ყოფილი მინისტრის ვერდიქტი.

ლიუ თანამდებობიდან 2011 წელს გაათავისუფლეს და ოფიციალური ვერსიით მას „მძიმე დარღვევებში“ ედებოდა ბრალი. თუმცა, მანამდე, სახელმწიფო მედიამ მას დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში და კონტრაქტების არაკანონიერად გაცემაში დასდო ბრალი.

ლიუ ჩინეთის სწრაფი მატარებლების ქსელის გაფართოებას ხელმძღვანელობდა, რომელიც ქვეყანას საბოლოო ჯამში გაცილებით ძვირი დაუჯდა. გარდა ამისა, ერთ-ერთი ბრალდების თანახმად, ლიუმ მატარებლების სისწრაფის მაქსიმალიზაციას, რკინიგზის უსაფრთხოება შესწირა. 2011 წელს ვენჟოუს პროვინციაში ორი სწრაფმავალი მატარებელი დაეჯახა ერთმანეთს, რასაც 40 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG