ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 73 ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რაოდენობა კი რამდენიმე ასეულია

ჩინეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 73 ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რაოდენობა კი რამდენიმე ასეულია.

ამერიკის გეოლოგიური კვლევების სამსახურის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა დილის 7:45-ზე განსუს პროვინციაში მოხდა. მისი სიმძლავრე რიხტერის შკალით 5.9 ბალი იყო. მიწისძვრა დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეში მოხდა. მეორე, 5.6 ბალიანი მიწისძვრა იმავე პროვინციაში დაახლოებით 90 წუთში განმეორდა. ორივე მიწისძვრას ასობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.

დანგრეულია ასობით სახლი და დაზიანებულია ათასობით შენობა. პოლიცია, ჯარისკაცები და სამაშველო პერსონალი ნანგრევებში მოქცეული ადამიანების გადარჩენას ცდილობენ.
XS
SM
MD
LG