ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო აქცია ჩინეთში


სახელმწიფო ცენზურის წინააღმდეგ დემონსტრაცია ბოლო წლებში ჩინეთში პირველად გაიმართა

სამხრეთ ჩინეთში სიტყვის თავისუფლების დამცველებს და კომუნისტური პარტიის მხარდამჭერებს შორის მცირე შეტაკება მოხდა.

ასობით მომიტინგეა შეკრებილი ერთ-ერთი გამოცემის „Southern Weekly in Guangzhou რედაქციასთან. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჟურნალისტებმა სამთავრობო ცენზურის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გაფიცვა გამოაცხადეს. მათი საახალწლო სარედაქციო წერილი, რომელიც მეტ საკონსტიტუციო უფლებებს მოითხოვდა, პარტიის მიღწევათა შესახებ დაწერილი სტატიით ჩაანაცვლეს. ჟურნალისტების მხარდამჭერებს, რომელთაც სიტყვის თავისუფლების ტრანსპარანტები ეჭირათ, მთავრობის მომხრეთა მცირე ჯგუფი დაუპირისპირდა. ისინი აქციაზე ჩინეთის დროშებით და მაო ძე დუნის ფოტოებით გამოვიდნენ.

სახელმწიფო ცენზურის წინააღმდეგ ღია მიტინგი უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩინეთში პირველად გაიმართა. ეს ჩინეთის ახალი ლიდერის, ში ჯინპინგისთვის ერთგვარი გამოცდა იქნება, რომელიც ქვეყნის მთავრობას მეტი რეფორმის გატარებას აიძულებს.
XS
SM
MD
LG