ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელ ჟურნალისტს ჩინეთში აკრედიტაცია გაუუქმეს


China / Chris Buckley
China / Chris Buckley

ნიუ იორკ თაიმსის ჟურნალისტის ბედს პეკინი ჯერ კიდევ განიხილავს

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, პეკინი ჯერ კიდევ განიხილავს ნიუ იორკ თაიმსის ჟურნალისტისთვის ვიზის გაგრძელების საკითხს, რომელსაც გაზეთის მტკიცებით აკრედიტაცია გაუუქმეს.
ამერიკული გაზეთის ინფორმაციის თანახმად, ჟურნალისტმა ქრის ბაკლიმ ჩინეთის ხელისუფლებისგან რამდენჯერმე მოითხოვა ვიზის გაგრძელება, რაზეც უარი მიიღო.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ეს ინფორმაცია, თუმცა თავი შეიკავა დეტალების დაზუსტებისგან. ოქტომბერში პეკინმა დახურა ნიუ იორკ თაიმსის ვებგვერდები, მას შემდეგ რაც გაზეთმა ჩინეთის პრემიერ-მინისტრის ვენ ჟიბაოს სიმდიდრის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.
XS
SM
MD
LG