ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკება ჩინეთში


აშშ პეკინს გამოძიებისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატები ჩინეთს მოუწოდებს ჩაატაროს საყოველთაო და გამჭვირვალე გამოძიება ქვეყნის ჩრდილო-დასავლეტში უიღურებით დასახლებულ ხინჯიანის პროვინციაში მომხდარ ტრაგედიაზე, რომლის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, შეერთებული შტატები შეშფოთებულია სამშაბათს მომხდარი ძალადობით, რასაც პეკინმა ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაცია მისცა,
„ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთის ხელისუფლებას გადადგას ნაბიჯები დაძაბულობის შესამცირებლად და ხელი შეუწყოს ხანგრძლივ სტაბილურობას ხინჯიანში,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ხინჯიანში შეტაკება ადგილობრივ მუშებსა და სამართალდამცავებს შორის მოხდა. შედეგად 15 პოლიციელი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG