ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ევერესტზე "გამყოფი ხაზის" შექმნას აპირებს


ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ევერესტის მთაზე "გამყოფი ხაზი" შეიქმნება იმისთვის, რომ ნეპალიდან მწვერვალზე ასულმა ალპინისტებმა კოვიდ-19-ის ვირუსი ჩინეთის მიერ კონტროლირებული ტიბეტის მხრიდან წამოსულ მთამსვლელებს შორის არ გაავრცელონ.

სახელმწიფო მედია ასევე იუწყება, რომ წელს ამ მისიას 21 ჩინელი მთამსვლელი შეასრულებს და მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე გამყოფ ხაზს შექმნის. თუმცა ჯერჯერობით უცნობია რისგან იქნება ეს ნიშნული დამზადებული ან შექმნილი, განსაკუთრებით კი მწვერვალის წვერზე, რომელიც ძალიან პატარა და ვიწრო ტერიტორიაა, სადაც სულ რამდენიმე მთამსვლელს შეუძლია ერთდროულად ყოფნა და ისიც სულ რამდენიმე წუთით და ხედით დასატკბობად.

ევერესტის მწვერვალი ჩინეთისა და ნეპალის საზღვარზე მდებარეობს, მისი ჩრდილოეთ ფერდობი ჩინეთის ტერიტორიაზეა, სამხრეთ ფერდობი კი ნეპალის მხარეს. ჩინეთის ხელისუფლებამ კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ მწვერვალზე ასვლის ნებართვების გაცემა შეწყვიტა. თუმცა ნეპალმა ბოლო დროს მსგავსი ნებართვების გაცემა ტურიზმის წახალისების მიზნით განაახლა.

ნეპალში პანდემიასთან დაკავშირებით რთული ვითარებაა და ინფიცირების მაჩვენებლები სწრაფად იზრდება. ხელისუფლების ბოლო მონაცემების თანახმად, კვირას ქვეყანაში 8 777 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს 30-ჯერ იმაზე მეტია, ვიდრე - აპრილში. ქვეყანას ამ დრომდე ვორუსით ინფიცირების 400 000-მდე შემთხვევა აქვს დაფიქსირებული. გარდაიცვალა 3 720 ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG