ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანქციები ჩინურ კომპანიებზე


პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია ჩინეთიდან მომავალი კიბერ-ჯაშუშობის შემთხვევების პასუხად კერძო პირებზე და კომპანიებზე სანქციების დაწესებას განიხილავს.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით შეერთებული შტატები ჩინეთიდან მომავალი კიბერ-ჯაშუშობის შემთხვევების პასუხად სანქციების დაწესებას განიხილავს. გაზეთს ეს ცნობა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წევრმა მიაწოდა, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ ამხელს.

სანქციების დაწესების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, მაგრამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, სანქციები იმ კომპანიებს და კერძო პირებს დაეკისრება, რომლებიც სავაჭრო საიდუმლოთა მოპარვით მოგებას ნახულობენ. „ვაშინგტონ პოსტის“ წყაროს ინფორმაციით, ობამას ადმინისტრაცია ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

XS
SM
MD
LG