2013 წლის დასაწყისიდან ჩინეთის დედაქალაქი პერიოდულად მოყვითალო-მოყავისფრო ფერის ნისლში ეხვევა. პეკინში ჰაერის დაბინძურება პიკს აღწევს და მოსახლეობის ნაწილი იძულებულია ქუჩაში ნიღბებით იაროს.
ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებში ჩინეთის აღმოსავლეთში მომხდარმა ხანძარმა ჰაერის მკვეთრი დაბინძურება გამოიწვია. ყავისფერი სმოგი იმდენად სქელი იყო, რომ მხედველობა 200 მეტრამდე შეიზღუდა. შენობა-ნაგებობები სმოგში გაუჩინარდნენ. 15 იანვარს პეკინში ჰაერის დაბინძურების მონაცემმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებულ უსაფრთხოების ლიმიტს 40-ჯერ გადააჭარბა. საავადმყოფოებს გულის და რესპირატორული დაავადებების გართულებებით უამრავმა პაციენტმა მიაკითხა.
მდგომარეობა იანვრის ბოლოს ისევ დამძიმდა. ამჯერად ხანძარი არ მომხდარა და ოფიციალური პირები თავის მართლებას სატრანსპორტო მოძრაობის გახშირებით და სეზონზე ქარების ნაკლებობით ხსნიან. პრაქტიკულად მთელი იანვრის მანძილზე ჩინეთის ქალაქებში ჰაერი საშიში დამაბინძურებელი აგენტებით აივსო. მთავრობამ მანქანით მიმოსვლაზე შეზღუდვები დააწესა, მაგრამ ჩინელებს მიაჩნიათ, რომ ეს საკმარისი არ არის.
“ვფიქრობ, მთავრობამ მეტი ზომები უნდა მიიღოს, განსაკუთრებით პეკინში. ეს რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო, როცა გადაადგილებას გიზღუდავენ, მაგრამ გარემოს დაცვისთვის მეტი შეზღუდვის დაწესება აუცილებელია“ - ამბობს პეკინელი იუ იანი.
აქამდე მანქანის ფლობა პეკინში სწრაფად მზარდი საშუალო კლასისთვის დიდ ფუფუნებად ითვლებოდა. თუმცა, მდგომარეობა შეიცვალა.
“მანქანის ტარება უკვე ჩვევა ხდება. გარეთ გასვლისას მანქანა თუ არ გეყოლა, ასე გგონია გადაადგილების უნარი აღარ გაქვს. ისეთი გრძნობაა, თითქოს უნარშეზღუდული ხდები, ფეხი გაკლია. ხალხი გაზარმაცდა და ეს არამარტო ჯანმრთელობას ვნებს, არამედ გარემოსაც აზიანებს“ - ამბობს უანგ ბინგი, მანქანის მფლობელი პეკინიდან და იმასაც აღნიშნავს, რომ მანქანა გარემოს დაბინძურების მხოლოდ ერთი ფაქტორია.
„არანაკლები ზიანი მოაქვს ფაბრიკა-ქარხნებს, რომლებიც პეკინის ირგვლივაა განლაგებული. ქალაქში მუდმივად მიმდინარე მშენებლობებიც გარემოს ძალიან აბინძურებს. არ მიმაჩნია, რომ პრობლემა მხოლოდ მანქანებშია. უბრალოდ, მთავრობისთვის ყველაზე ადვილი მანქანით მოძრაობაზე შეზღუდვის დაწესებაა“ - ამბობს პეკინელი მძღოლი.
მის მიერ ჩამოთვლილ მიზეზებს ექსპერტები მთავრობის მხრიდან რეგულაციების ნაკლებობასაც ამატებენ. ჩინეთის მთავრობის ნდობა გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხებში მინიმუმამდეა დასული. რთული მდგომარეობაა სასმელი წყლის სისუფთავის მხრივაც. ქვეყანაში ყოველწლიურად, მხოლოდ წყლის დაბინძურების 1700-მდე ინციდენტი ფიქსირდება. ეკოლოგების მონაცემებით ჩინეთის მდინარეთა 40 პროცენტი სერიოზულად დაბინძურებულია. ამასთან, წყლის რაოდენობა ქვეყანაში ყოველწლიურად მცირდება და ის თანდათან ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება.