ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი და ამერიკა პროდუქტებზე ტარიფებს შეამცირებენ


ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, ამერიკა და ჩინეთი შეთანხმდნენ ზოგიერთ პროდუქტზე ტარიფის შემცირებაზე. ტარიფები ამერიკასა და ჩინეთს შორის მიმდინარე უთანხმობის გამო ორივე ქვეყანამ გაზარდა.

სამინისტროს განცხადებით, თუ მოლაპარაკებები შეთანხმების ფაზამდე მივა, მაშინ ორივე მხარემ, როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისე ჩინეთმა, ერთდროულად უნდა დაწიონ ტარიფები და მათი შემცირებაც თანაბრად უნდა მოხდეს.

რამდენით დაიწევს ტარიფები, ეს მოლაპარაკების შედეგად გადაწყდება, განაცხადეს სამინისტროში.

დღემდე, ჩინეთმა და ამერიკამ ტარიფები, უკვე მილიარდობით დოლარის ღირებულების პროდუქტზე დააწესეს.

"ამერიკის ხმასთან" საუბარში, თეთრი სახლის სავაჭრო საკითხებში მრჩეველმა, პიტერ ნავარომ განაცხადა, რომ ჩინეთთან მიმდინარე მოლაპარაკება მოიცავს შემდეგ საკითხებს: ჩინეთის მიერ ვალუტით მანიპულაცია, ტექნოლოგიების იძულებითი გადაცემა, ინტელექტუალური ქონების მოპარვა და ა.შ

ჩინეთის ოფიციალური პირები ამ ბრალდებებზე საპასუხოდ ამბობენ, რომ ჩინეთი, უბრალოდ ბაზრის წესებს მიჰყვება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG