ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში, კოვიდ-19-ის მეორე ტალღას ელოდებიან - ინფიცირების ახალი შემთხვევები 


ჩინეთში, კორონავირუსით ინფიცირები შემთხვევების ზრდა შეინიშნება. ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბოლოს გამოვლენილი ინფიცირების 46 შემთხვევიდან, 42 საზღვარგარეთიდან მოგზაურობას უკავშირდება.

ორგანიზაცია, მეორე ტალღის რისკს, სწორედ ინოპორტირებული და ასიმპტომური შემთხვევების ხარჯზე უშვებს.

ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 81,953-ს აღწევს.

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში აცხადებენ, რომ ყველა ახლად გამოვლენილ შემთხვევაში, კორონავირუსი რუსეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს დაუდასტურდა.

ჰეილუნცზიანის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, პროვინციაში პარასკევს ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 22-ვე შემთხვევაში, ჩინეთის მოქალაქეები რუსეთიდან დაბრუნდნენ. თუმცა, უწყებისვე ინფორმაციით, პროვინციის დედაქალაქში, ერთი ადგილობრივი შემთხვევაც დაფიქსირდა.

ჩინური წყაროები იუწყებიან, რომ ეპიდემიის გავრცელების თავდაპირველ ეპიცენტრში, ჰუბეის პროვინციაში, ბოლო 7 დღის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG