ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორის ჯონსონი რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან გამოწერეს. თუმცა, ის ჯერ კიდევ საავადმყოფოშია და ექიმების ახლო დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ჯონსონი სენტ ტომასის საავადმყოფოში კვირას, კორონავირუსის გართულებით, ხველების და მაღალი სიცხის სიმპტომებით გადაიყვანეს. ორშაბათიდან კი ის რეანიმაციის განყოფილებაში მოათავსეს.

55 წლის ჯონსონს კოვიდ-19-ის დიაგნოზი ორი კვირის წინ დაუსვეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბოლო 4 დღეა სენტ ტომასის საავადმყოფოში იმყოფება. დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდებოდა.

პრემიერის მოვალეობას ჯერ ისევ დომინიკ რააბი, ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასრულებს. რააბი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ბრიტანეთი არ აპირებს 13 აპრილამდე მიღებული შეზღუდვების მოხსნას. სავარაუდოდ, ლიმიტირებული გადაადგილების რეგულაციები კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG