პეკინთან ახლოს მდებარე კურორტზე ჩინეთის ხელისუფლების ლიდერთა შეხვედრა იმართება, სადაც მომავალ ლიდერებს ირჩევენ. კანდიდატურები საიდუმლოდ დარჩება, ვიდრე ოქტომბერში ან ნოემბერში კომუნისტური პარტიის მე-18 ნაციონალური კონგრესი არ გაიმართება. ყრილობაზე ახალ პოლიტბიუროს აირჩევენ. კომუნისტური პარტიის მმართველი ორგანო ცხრა წევრისგან შედგება. მათ შორის არიან პრეზიდენტი ჰუ ძინტაო და პრემიერ-მინისტრი ვენ ძიაბაო. როგორც მოსალოდნელია, მათ ადგილებს ვიცე-პრეზიდენტი ში ჟინპინი და ვიცე-პრემიერი ლი კეხანჯი დაიკავებენ.
კომპარტიის ყრილობამდე კანდიდატურები საიდუმლოდ რჩება