ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვირუსის ახალი შემოტევა პეკინში დანარჩენ მსოფლიოსაც აშფოთებს


ჩინეთმა ქვეყანაში საგანგებო ვითარების სიფრთხილის მეორე ფაზა გამოაცხადა. აეროპორტებში ფრენები ისევ შეიზღუდა. კოვიდ-19-ის ხელახალი გავრცელების გამო, დღეს პეკინის რეისების 60 პროცენტზე მეტი გაუქმდა.

პეკინისთვის ეს ნაბიჯი სერიოზულ უკანდახევას წარმოადგენს, მას შემდეგ რაც მარტში სარს-კოვ-2 ვირუსზე გამარჯვება გამოცხადდა. ჩინეთის ოფიციალური პირები სიტუაციას "უკიდურესად ცუდს" უწოდებენ.

ეს ყოველივე დანარჩენი მსოფლიოსთვისაც შემაშფოთებელია. ინფიცირების ახალი აფეთქებებია ინდოეთში და ირანში. კოვიდ-19-ის ახალი ტალღა გამოაცხადა სამხრეთ კორეამაც.

ხელახალი, სტაბილურად აღმავალი გავრცელება ფიქსირდება ამერიკის ბევრ შტატში. ახალი კორონავირუსის დღიური ზრდის რეკორდული მაჩვენებლებია 3 შტატში: ფლორიდა, ტეხასი და არიზონა, სადაც ადგილობრივ მთავრობას ძალიან უჭირს ეკონომიკის ამუშავებას და პანდემიის ზრდის შეჩერებას შორის ბალანსის პოვნა.

ევროკავშირი მიმდინარე მოვლენებს ფრთხილად აკვირდება და ეკონომიკის ამუშავებას აგრძელებს. ევროპის უმეტეს ქვეყნებში ეს კვირა ფართომასშტაბიანი ე.წ. გახსნებით აღინიშნა.

სიფრთხილე დიდხანს მოგვიწევს, შეიძლება წლებიც კი…
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:29 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG