ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი და იაპონია რეგიონალურ უსაფრთხოებას განიხილავენ


ჩინეთისა და იაპონიის ლიდერები ჩრდილოეთ კორეის პრობლემას განიხილავენ.

ჩინეთის პრემიერ მინისტრი ვენ ჟიბაო და იაპონიის პრემიერ მინისტრი იუკიო ჰატოიამა დღეს ტოკიოში შეხვდნენ. უმაღლესი დონის შეხვედრის მთავარი თემა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მზარდი დაძაბულობის განმუხტვის საკითხი იყო.

ბატონმა ჰატოიამამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მის ჩინელ კოლეგას მხარი დაუჭიროს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მიმართულ ზომებს.

სამხრეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში სეული ოფიციალურად მიმართავს გაეროს უშიშროების საბჭოს სამხრეთ კორეის სამხედრო გემის ჩაძირვის გამოძიების თხოვნით. სამხრეთ კორეის მთავრობის განცხადებებისა და დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტთა გამოძიების შედეგების თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ მარტში სამხრეთ კორეის სამხედრო გემი ჩაძირა, რის შედეგადაც 46 სამხრეთ კორეელი მეზღვაური დაიღუპა. ფხენიანი ამ ბრალდებებს უარყოფს.

შაბათს სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ლი მიუნგ-ბაკთან და ბატონ ჰატოიამასთან შეხვედრის შემდეგ ვენ ჟიბაომ განაცხადა, რომ ორ კორეას შორის დაძაბულობის განსამუხრად აუცილებელია დაუყოვნებელი ზომების მიღება.

ჰატოიამასა და ლისგან განსხვავებით ჩინეთის პრემიერ მინისტრმა ჩრდილოეთ კორეა არ დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG