ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქრისტინ ლაგარდის ორდღიანი ვიზიტი ჩინეთში


საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა, ქრისტინ ლაგარდმა ჩინეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის უმაღლეს ოფიციალურ პირებს და ბიზნესის ლიდერებს მიმართა.

მან ჩინეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული კანონმდებლობისთვის შეაქო და ზოგადად გლობალურ ფინანსურ სიტუაციაზეც ისაუბრა. ქალბატონი ლაგარდის თქმით უფსკრულთან მდგარმა კაცობრიობამ უკან დაიხია, მაგრამ მდგომარეობის გასამყარებლად და გასაუმჯობესებლად კიდევ რამდენიმე ფინანსური რეფორმაა გასატარებელი.

სავალუტო ფონდის დირექტორმა ჩინეთის ეკონომიკას არამყარ გლობალურ სურათში ერთ-ერთი ნათელი წერტილი უწოდა. ქალბატონმა ლაგარდმა აღნიშნა, რომ ოფიციალური პეკინის მიერ ნაჩვენები ზრდის და სტაბილურობის გარეშე გლობალური ეკონომიკა კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. მან ქვეყნის ლიდერებს ჩინური ეკონომიკის ტრანსფორმირების პროცესის მეტი აჩქარებისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG