21 წლის წინ, 1989 წლის ივნისში ჩინეთის სამთავრობო ჯარებმა პეკინის ტიანანმენის მოედანზე შეკრებილი დემონსტრაცია დაარბიეს. დღესაც კი, ჩინეთში ხალხს საშუალება არ აქვს თავისუფლად და საჯაროდ გამოხატოს საკუთარი აზრი მთავრობის მიერ ტიანანმენის დემონსტრაციების დარბევასთან დაკავშირებით.
ჩინეთის ხელისუფლებას დღემდე არ გაუხმაურებია იმ ავბედითი მოვლენების დეტალები, მათ შორის არ ახმაურებს დაღუპული და დაპატიმრებული ადამიანების ზუსტ რაოდენობას. ამერიკის შეერთებული შტატები ოფიციალურ პეკინს მოუწოდებს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ყველა ის დეტალი, რომელიც ტიანანმენის მოვლენებს ახლდა თან, მათ შორის დაღუპული, დაკავებული და უგვზო უკვლოდ დაკარგული ადამიანების რაოდენობა და შეწყვტის იმ ადამიანებისა თუ მათი ოჯახის წევრების დევნა, რომლებიც ტიანანმენის მოვლენებში იღებდნენ მონაწილეობას.
აშშ, საერთაშრისო საზოგადოებასთან ერთად ასევე თხოვს ჩინეთის ხელისუფლებას გაათავისუფლოს ის ადამიანები, რომებიც ტიანანმენის დემონსტრაციებსა და მას შემდეგ გამართულ სხვა მშვიდობიან მანიფესტაციებში გამოდიოდნენ.
ამერიკა ასევე მოუწდებს ჩინეთს დაიცვას მოქალაქეების, მათ შორის საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანების უფლებები.