ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში ტარანტინოს ფილმის ჩვენება გადადეს


ამ ფაქტმა პეკინის ცენზურის პოლიტიკა კიდევ ერთხელ გამოავლინა

ჩინეთის კინოთეატრებში კვენტინ ტარანტინოს ფილმის „გათავისუფლებული ჯანგოს“ საპრემიერო ჩვენება გადადეს. ამ ფაქტმა პეკინის ცენზურის პოლიტიკა კიდევ ერთხელ გამოავლინა.
ფილმის დისტრიბუტორებმა ზოგიერთ კინოთეატრში ფილმის შეწყვეტის მიზეზად დაუკონკრეტებელი ტექნიკური პრობლემები დაასახელეს.
ზუსტად არავინ იცის, მისცემენ თუ არა კინოთეატრებს უფლებას, ფილმის ჩვენება განაახლონ. კვენტინ ტარანტინო ახალ ფილმში შავი იუმორით აღწერს გათავისუფლებული ამერიკელი მონის ისტორიას, რომელიც პლანტატორის ტყვეობიდან ცოლის დახსნას ცდილობს.
ჩინეთის ცენზურა ცნობილია კინოფილმებიდან სექსუალური, ძალადობისა და პოლიტიკური სცენების ამოღებით. მიუხედავად იმისა, რომ კვენტინ ტარანტინო ჩინელი ცენზორების თხოვნას ფილმიდან რამდენიმე სცენის ამოღებასთან დაკავშირებით დათანხმდა, „გათავისუფლებული ჯანგო“ ჩინელმა მაყურებელმა მაინც ვერ იხილა.
XS
SM
MD
LG