ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არგო წლის საუკეთესო სურათი და ანგ ლი საუკეთესო რეჟისორი


კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემიების - ოსკარების - გადაცემა დასრულდა.

მოგვიანებით შემოგთავაზებთ ვრცელ მასალებს ოსკარების ცერემონიალსა და გამარჯვებულებზე. ახლა კი წარმოგიდგენთ ზოგიერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნომინაციაში გამარჯვებულებს:

საუკეთესო სურათი - არგო

საუკეთესო რეჟისორი - ანგ ლი, ფილმი ფაის ცხოვრება

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - დენიელ დეი ლუისი ფილმში ლინკოლნი, ამერიკის მე-16 პრეზიდენტის განსახიერებისთვის

საუკეთესო მსახიობი ქალი - ჯენიფერ ლორენსი, ვერცხლის სარჩულის რვეული

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - კრის ტერიო, ფილმი არგო

საუკეთესო ორიგინალური სცენარი - კვენტინ ტარანტინო, ფილმი გათავისუფლებული ჯანგო.

საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში - კრისტოფერ ვოლცი, ფილმი გათავისუფლებული ჯანგო

საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში - ენ ჰეთეუეი ფილმი საბრალონი

საუკეთესო კოსტუმების დიზაინი - ჯეკლინ დურანი, ფილმი ანა კარენინა

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი - ამორი (სიყვარული)

საუკეთესო ორიგინალური სიმღერა - ადელი, ფილმი სკაიფოლი

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები - ბილ ვესტერჰოფერი, ფაის ცხოვრება

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG