ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ბრიტანეთისგან 39 ადამინის მკვლელობაში მონაწილეების დასჯას მოითხოვს


ჩინეთი მოუწოდებს ბრიტანეთს, რომ „მკაცრი სასჯელი“ დაუწესოს მათ, ვინც, სავარაუდოდ, ჩინეთის 39 მოქალაქის მკვლელობაშია გარეული. ცხედრები ლონდონში, სატვირთო მანქანის კონტეინერში იპოვეს. ბრიტანეთის პოლიციას ეჭვი მანქანის მძღოლზე აქვს, ის უკვე დაიკითხა.

მსხვერპლის აღმოჩენის შემდეგ, ექსპერტიზა 11 გვამს ჩაუტარდა. უნდა დადგინდეს მათი ვინაობა, გარდაცვალების მიზეზი და ისიც, თუ ვინ იყო ჩართული ადამიანებით ვაჭრობის საქმეში.

დეტექტივები დიდი ხნის განმავლობაში კითხავდნენ 25 წლის ირლანდიელ მძღოლს, რომლის ზუსტი ვინაობაც საზოგადოებისთვის უცნობია. პოლიცია ცდილობს გარკვიოს, როგორ აღმოჩნდა მისი სატვირთო მანქანის მაცივარ-კონტეინერში ჩინეთის მოქალაქეების ცხედრები. ჯერჯერობით უცნობია, წაუყენებენ თუ არა მას ბრალს მკვლელობის მუხლით.

პოლიციის განცხადებით, მიცვალებულების ამოცნობის პროცედურა გარკვეულ დროს მოითხოვს, რადგან, თავდაპირველად გაკვეთამ უნდა დაადგინოს, რა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი.

„ეს არის [მკვლელობის] ყველაზე დიდი გამოძიება, რაც ოდესმე ესექსის პოლიციას ჩაუტარებია. ამიტომ, საბოლოო დასკვნის გამოსატანად გამოძიებას გარკვეული დრო დასჭირდება“, - თქვა ესექსის პოლიციის წარმომადგენელმა, ბენ-ჯულიან ჰარინგტონმა.

ლონდონში ჩინეთის საელჩომ განაცხადა, რომ გამოძიებისთვის დახმარების მიზნით, ესექსში საკუთარი ჯგუფი გააგზავნა. განცხადება გააკეთა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, მათი თქმით, ჯერ გარდაცვლილების ეროვნების შესახებ ზუსტი ცნობები ჯერჯერობით მაინც არ არსებობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG