ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორუფცია ჩინეთში


კორუფციაში ბრალდებულ ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლს იან დაკალს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა

ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლს იან დაკალს სასამართლომ კორუფციაში ბრალდების გამო 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია ისიც, რომ იან დაკალი ჩინეთის პრესის ყურადღების ქვეშ ერთი გახმაურებული ფოტოს გამოც მოექცა. ამ ფოტოზე იგი სამგზავრო ავტობუსის ავარიის ადგილზე ფოტოკამერას მომღიმარი სახით შესცქერის.
დღეს ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პროვინციის სასამართლომ იან დაკალი ქრთამის აღებასა და უკანონო ქონების საკუთრებაში დაადანაშაულა. მიუხედავად იმისა, რომ დაკალმა ბრალდებები უარყო, მას პატიმრობასთან ერთად 8,000 დოლარის გადახდაც დაევალა.
შანქსის პროვინციის უსაფრთხოების ყოფილი შეფის ფოტო ინტერნეტით ავარიიიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა. სამგზავრო კატასტროფას მაშინ 36 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG