ნორვეგიის განცხადებას, დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ მძევლების მოკვლის ფაქტის დაგმობის შესახებ, დღეს ჩინეთიც შეუერთდა. პრემიერმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ “ტერორიზმი კაცობრიობის საერთო მტერია” და მისი ქვეყანა ტერორიზმის გამოვლინების ყველა ფორმას ეწინააღმდეგება. ჩინეთის მთავრობა იმუქრება, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ.
დაჯგუფების წევრებმა ინგლისურენოვან ინტერნეტ-გამოცემაში სახელწოდებით “დაბიქი” გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მოკლულია ორი მძევალი, 48 წლის ნორვეგიის მოქალაქე და 50 წლის ჩინეთის მოქალაქე. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა ოთხშაბათს ამ ფაქტს “ბარბაროსული აქტი” უწოდა.