ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ტაივანის მიმდებარედ, სამხედრო წვრთნებს აანონსებს


ჩინეთმა, ტაივანის მიმდებარედ საზღვაო და საჰაერო, ახალი სამხედრო წვრთნები დაანონსა. ჩინეთმა სულ ახლახან დაასრულა ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები, თუმცა ახალი წვრთნების დაანონსებით, საკუთარ პროტესტს გამოხატავს ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტისადმი ტაივანში.

ჩინეთის აღმოსავლეთ თეატრში სარდლობამ განაცხადა, რომ ჩაატარებს ერთობლივ წვრთნებს წყალქვეშა და საზღვაო თავდასხმის ოპერაციებზე, რაც ადასტურებს უსაფრთხოების ზოგიერთი ანალიტიკოსისა და დიპლომატის შიშს, რომ პეკინი გააგრძელებს ზეწოლას ტაივანის თავდაცვაზე.

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ეს ნაბიჯი და განაცხადა, რომ ჩინეთი განზრახ ქმნის კრიზისებს. მან მოითხოვა პეკინისგან შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები.

„ჩინეთის მიერ შექმნილი სამხედრო დაშინების ფონზე, ტაივანს არ შეეშინდება და არ დაიხევს უკან და უფრო მტკიცედ დაიცავს თავის სუვერენიტეტს, ეროვნულ უსაფრთხოებას და თავისუფალ და დემოკრატიულ ცხოვრების წესს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG