ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შარლოტში კომენდანტის საათის მიუხედავად აქცია გრძელდება


უკვე მესამე ღამეა ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ შარლოტში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. დემონსტრანტები შავკანიანი მოქალაქეების მიმართ პოლიციის ქმედებას აპროტესტებენ.

აქცია ძირითადად მშვიდობიანია და უმეტესად ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. თუმცა, მისი ასობით მონაწილე კომენდანტის საათს არღვევს. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ისინი კომენდანტის საათის დაცვით გათვალისწინებულ ზომებს არ გაატარებენ მანამ, სანამ დემონსტრაციები მშვიდობიან ხასიათს ატარებს.

ოთხშაბათს პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეთა რიგებში სროლა ატყდა და 26 წლის ჯასტინ კარი დაიღუპა. პოლიცია აცხადებს, რომ გასროლა მათი მხრიდან არ მომხდარა. ქალაქ შარლოტის ყოფილმა მერმა, ახლა კი შტატის გუბერნატორმა პეტ მაკკრორიმ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კანონის დამრღვევებს დაპატიმრებით დაემუქრა.

XS
SM
MD
LG