ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შარლოტში მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ


ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ შარლოტში მომიტინგეებმა მთავარი გზატკეცილი გადაკეტეს. ისინი შავკანიანი პოლიციელის მიერ ასევე შავკანიანი მამაკაცის მოკვლას აპროტესტებდნენ.

დემონსტრაციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. არიან დაშავებულები, მათ შორის, 12 პოლიციელი.

პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი სამშაბათ საღამოს მოხდა. სამართალდამცავები ეჭვმიტანილს ეძებდნენ, როცა 45 წლის კით ლამონტ სკოტი მანქანიდან გადმოვიდა და მას ხელში იარაღი ეჭირა.

შარლოტის პოლიციის უფროსის განცხადებით, ოფიცერმა, რომელმაც სკოტს ცეცხლი გაუხსნა, იფიქრა, რომ ის “გარდაუვალ საფრთხეს” წარმოადგენდა. ინციდენტის ადგილიდან იარაღი იქნა ამოღებული.

სკოტის ოჯახი აცხადებს, რომ მას იარაღი არ ჰქონდა.

XS
SM
MD
LG