ვაშინგტონში გამართულ პრესკოფერენციაზე პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ავღანეთს 2014 წლის ბოლომდე დატოვებენ. სულ რამდენიმე თვეში ამერიკას ქვეყანაში მხოლოდ დამხმარე ძალის როლი დარჩება. პრეზიდენტის განცხადებით, ავღანურ უსაფრთხოებას უკვე შესწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი.
ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა დღის წესრიგში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ცენტრალური აზიის ქვეყნებში ვიზიტის დროსაც იდგება. რობერტ ბლეიკის 3-დღიანი ტურნე თურქმენეთის და ყირგიზეთის სტუმრობას მოიცავს.
“2014 წელს სამხედრო დახმარების შემცირების პარალელურად ჩვენ ეკონომიკურ ჩართულობას გავაძლიერებთ, რათა რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცება უზრუნველვყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე უზარმაზარი ინვესტიცია ჩავდეთ და დიდი რაოდენობის სისხლიც დავღვარეთ. მოვალენი ვართ ეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია დავიცვათ“ - განაცხადა ბლეიკმა გამგზავრებამდე.
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შეერთებული შტატების საჰაერო სატრანზიტო ცენტრია განთავსებული. ამერიკის ხმასთან ინტერვიუში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ამბობს, რომ ბაზასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულება მომავალ წელს იწურება და ამერიკა მის გაგრძელებას გეგმავს.
„მანასა შეერთებული შტატების ლოგისტიკური ოპერაციებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ცენტრია. ამასთან ეს არის ბაზა, საიდანაც თითქმის მთელი ავღანეთიდან გამოყვანილი ჯარისკაცები სამშობლოში მოემგზავრებიან“ - აღნიშნავს სახელმწიფო მდივნის მოადგილე.
ვერტმფრენით მანასიდან სულ რაღაც 10 წუთის საფრენ მანძილზე ყირგიზეთის ტერიტორიაზე რუსეთს საკუთარი საავიაციო ბაზა გააჩნია. გასულ წელს მოსკოვმა ბაზის დაქირავების ხელშეკრულება 15 წლით გააგრძელა. 2012 წლის ოქტომბერში პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტაჯიკეთში იმყოფებოდა. ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანაში რუსეთს დამატებით 3 ბაზა აქვს, სადაც 6 ათასი რუსი ჯარისკაცია განთავსებული. ეს უცხო ქვეყნებში რუსეთის ყველაზე დიდი საჯარისო ფორმირებაა.
ყირგიზეთს ჩინეთთანაც ფართო ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობა აკავშირებს. ჩინეთი რეგიონს სხვა დანარჩენ პროდუქციასთან ერთად, ბენზინით და ბუნებრივი აირითაც ამარაგებს. 2009 წელს იქ ჩინეთის ლიდერი, ჰუ ძინტაო იმყოფებოდა, რომელმაც ცენტრალური აზიის და ჩინეთის დამაკავშირებელ ნავთობსადენს ჩაუყარა საფუძველი.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, ცენტრალურ აზიაში სამივე ქვეყანა -ამერიკა, რუსეთი და ჩინეთი-
გარკვეულ როლს თამაშობს.
„ავღანეთიდან მოშორებით, ცენტრალურ აზიაში სარგებლის ნახვა ყველას შეგვიძლია და თითოეულ ჩვენგანს საკუთარი როლი გვაქვს. ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანას სურს შეერთებული შტატების როლის გაძლიერება რეგიონში. მათი სურვილია ამერიკა მეტად ჩაერთოს ვაჭრობის განვითარებაში და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში“ - აცხადებს რობერტ ბლეიკი.
ავღანეთში ამერიკის შეიარაღებული ძალების შემცირებასთან ერთად, ვაშინგტონის სურვილია სამომავლოდ ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჩართულობა და მათი განვითარების წარმატების საქმეში ინვესტიცია გაზარდოს.