ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენელები სალეჰის წასვლას ზეიმობენ


იემენელები სალეჰის წასვლას ზეიმობენ
იემენელები სალეჰის წასვლას ზეიმობენ

დღეს იემენის დედაქალაქ სანააში ხალხი ქუჩებში ზეიმობს. ამის მიზეზი კი გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის მიერ ქვეყნის დატოვება გახდა. პარასკევს, პრეზიდენტის სასახლეზე სარაკეტო შეტევის შედეგად ალი აბდულა სალეჰი დაიჭრა. ის სამკურნალოდ უახლოეს გარემოცვასთან ერთად საუდის არაბეთში გადაფრინდა. თუმცა, ამის შესახებ ოფიციალური წყაროები არაფერს აცხადებენ, ვრცელდება ინფორმაცია რომ მას ოპერაცია ჩაუტარდა. სანააში კი ხალხი სალეჰის ქვეყნიდან წასვლას ზეიმობს. ქუჩებში უამრავი ადამიანია გამოსული და ცეკვით და სიმღერით გამარჯვებას აღნიშნავენ. თუმცა ბევრი შიშობს, რომ სალეჰი შესაძლოა, ისევ დაბრუნდეს ქვეყანაში. კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის მართვა დროებით ვიცე-პრეზიდნეტმა ითავა.

XS
SM
MD
LG