ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აცრილები ისევე მარტივად ავრცელებენ დელტა ვარიანტს, როგორც აუცრელები - CDC-ის ანგარიში


„სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, დელტა ვარიანტით ინფიცირებული ვაქცინირებული ადამიანები ისევე მარტივად ავრცელებენ ვირუსს, როგორც არავაქცინირებულნი“ - ამის შესახებ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი საუბრობს. როშელ ვალენსკი ამბობს, რომ ეს „შემაშფოთებელი აღმოჩენაა“.

მსგავსი შემაშფოთებელი სიახლეებია CDC-ის მიერ დღესვე გამოქვეყნებულ ანგარიშში კოვიდ-19-ის შესახებ. მოხსენების მნიშვნელოვანი დეტალების გაცნობამდე, მოკლე შეჯამება ასეთია:

რა იყო საკითხის შესახებ აქამდე ცნობილი?

SARS-CoV-2-ის ვარიანტები კვლავ ჩნდება. B.1.617.2 (დელტა) ვარიანტი მეტად გადამდებია.

რა დამატებითი ცოდნა გვაქვს, ახალი ანგარიშის მიხედვით?

2021 წლის ივლისში, მასაჩუსეტსის შტატის ბარნსტაბილის ოლქში გამართული ხალმხრავალი საჯარო ღონისძიების შემდეგ, მასაჩუსეტში ინფიცირების 469 შემთხვევა გამოვლინდა - იმ ადამიანთა შორის, ვინც 3-17 ივლისის პერიოდში ბარნსტაბილში იმოგზაურა. ინფიცირებულთა 74%, რაც 346 ადამიანია, კოვიდ-19-ე სრულად აცრილი იყო.

ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ 133 პაციენტიიდან, 90%-ის ნიმუშებში დელტა ვარიანტი გამოვლინდა. სრულად ვაცინირებული და არავაქცინრირებული პაციენტებისგან აღებულ ნიმუშებში, ვირუსის რაოდენობა თანაბარი იყო.

რა გავლენას ახდენს ახალი მიგნებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრაქტიკაზე?

იურისდიქციებმა შესაძლოა განიხილონ პრევენციის გაფართოებული სტრატეგიები, მათ შორის პირბადის საყოველთაო ტარება დახურულ საჯარო სივრცეებში, განსაკუთრებით - დიდ საზოგადოებრივ თავყრილობებზე, რომელიც მოიცავს მოგზაურებს, SARS-CoV-2-ის მაღალი დონის გავრცელების ადგილებიდან.

ვაქცინაცია, როგორც უმნიშვნელოვანესი სტრატეგია

მეტი დეტალი მასაჩუსეტსის შემთხვევიდან - აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, მოცემულ პერიოდში, შტატის მოსახლეობის 69% სრულად იმუნიზებული იყო. ინფიცირებულთა 74% სრულად იყო ვაქცინირებული „ფაიზერ ბიონტექისა“ (46%) ან „მოდერნას“ (38%) მრნა ვაქცინის 2 დოზით. ან, გკეთებული ჰქონდათ „ჯონსონი და ჯონსონის“ (16%) ვაქცინა, რომელიც ერთდოზიანია. ნიმუშების გენომურმა თანმიმდევრობამ 133 პაციენტის შემთხვევაში, დელტა ვარიანტი გამოავლინა. საერთო ჯამში, აცრილი იფნიცირებული პაციენტების 79%-ის შემთხვევაში ინფექცია სიმპტომური იყო. იმ ხუთი ინფიცირებულიდან, რომელთა ჰოსსპიტალიზაცია მოხდა, 4 სრულად ვაქცინირებული იყო. არცერთი მათგანი არ გარდაცვლილა.

ჰოსპიტალში მოთავსებულ აუცრელ პაციენტს, რომლის ასაკი 50-59 წელია, თანხმლები დაავადებები აღენიშნება. ჰოსპიტალიზებული ოთხი აცრილი პაციენტის ასაკი 20-დან 70 წლამდე მერყეობს. აქედან ორს თანხმლები დაავადებები აქვს. ინფიცირების 85% მამაკაცებში დაფიქსირდა, - საერთო საშუალო ასაკი 40 წელი.

ამ ყველაფრის გადათვალისწინებით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ამბობს, რომ „დელტა ვარიანტი ძალიან გადამდებია. ვაქცინაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგია მძიმე დაავადებისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად“

რა არის CDC-ის რეკომენდაციები

27 ივლისს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გასცა რეკომენდაცია - „ყველა პირმა, მათ შორის სრულად ვაქცინირებულებმა უნდა ატარონ პირბადეები დახურულ საჯარო ადგილებში ან/და იმ ადგილებში, სადაც კოვიდ-19-ის გავრცელების დონე მაღალია.“

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მიიჩნევს, რომ დღეს გამოქვეყნებული მოხსენების მიგნებების საფუძველზე, იმ იურისდიქციებში, სადაც კოვიდ-19-ის გავრცელების დონე მაღალი ან მნიშვნელოვანი არ არის, შეიძლება განიხილებოდეს პრევენციის სტრატეგიის გაფართოება, - დახურულ სივრცეში ყველასთვის პირბადის ტარება, განურჩევლად ვაქცინაციის სტატუსისა.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ დელტა ვარიანტის გადაცემის განმსაზღვრელი ფაქტორების დადგენა, მათ შორის ადამიანთა ქცევისა და ვაქცინის ეფექტურობა, პრევენციული სტრატეგიების სემუშავებაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. CDC ამბობს, რომ საჭიროა პრევენციის მრავალმხრივი სტრატეგია, რათა შემცირდეს კოვიდ-19-ით გამოწვეული ავადობა და სიკვდილობა.

ოთხი დასკვნა, რომელსაც თავად CDC უსვამს ხაზს

  • ამ ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემები არასკამარისია იმისთვის, რომ გაკეთდეს დასკვნები ვაქცინების ეფქტურობის შესახებ, მათ შორის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. იმდენად, რამდენადაც მოსახლეობის იმუნიზაციის მაჩვენებლი იზრდება, სავარაუდოა, რომ კოვიდ-19-ით ავადობის შემთხვევების უფრო დიდი ნაწილი ვაქცინირებულ ადამიანებზე მოდის.
  • აცრილებს შორის უსიმპტომო ინფიცირების შემთხვევები სავარაუდოდ არასაკმარისადაა წარმოდგენლი დეტექციის ნაკლებობის გამო.
  • ინფიცირების შემთხვევების დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, სავარაუდოდ განსაზღვრავს საზოგადოებრივი თავყრილობების მონაწილე საზოგადოება, რადგან გამართული ღონისძიებები ორიენტირებული იყო ზრდასრულ მამაკაცებზე. მიმდინარეობს შემდგომი კვლევა სხვა მახასიათებლების იდენტიფიცირების მიზნით - როგორიცაა დამატებითი დემოგრაფიული მახასიათებლები და ჯანმრთელობის ძირითადი პირობები, მათ შორის იმუნოკომპრომისული მდგომარეობა.
  • ის ფაქტი, რომ ვირუსის რაოდენობა თანაბრადაა წარმოდგენილი დელტა ვარიანტით ინფიცირებულ აცრილთა და აუცრელთა ნიმუშებში, მიკრობიოლოგიური კვლევით შემდგომ დადასტურებას და დაზუსტებას საჭიროებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG