ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატალონიის პრეზიდენტი მადრიდის ულტიმატუმს პასუხობს


კატალონიის ლიდერმა ესპანეთის ხელისუფლების მიერ რეგიონისთვის წაყენებულ ულტიმატუმს უპასუხა. ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, კატალონიის პრეზიდენტმა კარლეს პიგემონმა თქვა, რომ ისინი დამოუკიდებლობისა და ესპანეთისგან გამოყოფის პროცესის აღსრულებას ორი თვით აჩერებენ. წერილში, რომელიც პიგემონტმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრს გაუგზავნა, ნათქვამია, რომ ამ მომდევნო ორი თვის განმავლობაში, კატალონიელთა მთავარი მიზანი იქნება, რომ მადრიდი დიალოგზე დაითანხმონ.

თუმცა ოფიციალური მადრიდი ერთი კვირის წინ წაყენებული ულტიმატუმით მხოლოდ "კი" ან "არა" პასუხს ითხოვდა. კატალონიის ლიდერის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების დადასტურება მადრიდს საშუალებას მისცემდა "შესაბამისი კონსტიტუციური ზომები" აგეტარებინა. ამ ზომებს შორის ერთ-ერთი კატალონიისთვის ავტონომიური სტატუსის გაუქმება იქნებოდა. ექსპერტების შეფასებით, ეს პასუხი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ესპანეთის კრიზისი დასრულებისგან კერ კიდევ შორსაა.

1 ოქტომბერს, ესპანეთის რეგიონ კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეთა უმრავლესობამ კი კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. ოფიციალური მადრიდი რეფერენდუმს არალეგიტიმურს უწოდებს. კენჭისყრის დღეს ესპანეთის პოლიციამ არაერთი საარჩევნო უბნის დახურვა სცადა. კატალონიის ხელისუფლება ამბობს, რომ დამოუკიდებლობას რეგიონის 7.5 მილიონიანი მოსახლეობის 90%-მა დაუჭირა მხარი, თუმცა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ამ რიცხვს არარეალურად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ რეალურად ეს კატალონიის მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს სურს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG