ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატალონიის პოლიცია რთული არჩევანის წინაშე დგას: რეგიონულ მთავრობას დაემორჩილოს თუ ცენტრალურს მადრიდში. დღეისთვის, კატალონიის პოლიციას 17,000 თანამშრომელი ყავს.

1 ოქტომბერს, კატალონიაში გამართული რეფერენდუმისას, რომლის ჩატარებას ცენტრალური მთავრობა ეწინააღმდეგებოდა, პოლიციის შენაერთები დილემის წინაშე იდგნენ. დილემამ კიდევ ერთხელ შესაძლოა იჩინოს თავი რამდენიმე დღეში თუ მადრიდი კატალონიაზე პირდაპირ მმართველობას გაავრცელებს. ადგილობრივ პოლიციას მოუწევს გადაწყვიტოს ვის მიმართ იქნებიან ისინი ლოიალურნი.

1 ოქტომბრის რეფერენდუმის დროს, პოლიციის ოფიცრების უმეტესობამ გადაწყვიტა დაპირისპირებაში არ ჩარეულიყო. თუმცა ცალკეულ შემთხვევაში ისინი მადრიდს დაემორჩილნენ და საარჩევნო უბნები დაბლოკეს, სხვა შემთხვევაში კი კატალონიის პოლიციის ძალები ცენტრალური მთავრობის პოლიციას დაუპირისპირდნენ.

„მოსოს დ'ესკვადრა“, ანუ კატალონიის კავალერისტები 1980-იან წლებში კატალონიის მთავრობის კონტროლის ქვეშ იყვნენ, თუმცა 1996 წლის გადაწყვეტილებით ისინი პირდაპირ ცენტრალურ მთავრობას დაექვემდებარნენ. მაგრამ დაპირისპირების გათვალისწინებით რთული სათქმელია დაემორჩილებიან თუ არა ადგილობრივი პოლიციის მოხელეები მადრიდის მიერ დანიშნულ უფროსს, მითუმეტეს თუ ეს უკანასკნელი სეპარატისტულად განწყობილი ძალების ლიდერების დაკავებას მოითხოვს. კატალონიის პოლიციის ახლანდელი ხელმძღვანელი ჯოსეფ ლუის ტრაპერო ესპანეთის სასამართლოს მიერ გამოძიების ქვეშაა დაუმორჩილებლობის ბრალდებით. მადრიდი მისი თანამდებობიდან გადაყენებას პარასკევს აპირებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG