ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასწარი შედეგებით, უმრავლესობამ კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი


კატალონიის პრეზიდენტი მედიასთან საუბრობს
კატალონიის პრეზიდენტი მედიასთან საუბრობს

ორშაბათს გამთენიისას, კატალონიის მთავრობამ განაცხადა, რომ წინასწარი შედეგებით, რეფერენდუმში მონაწილეების 90 %-მა ესპანეთისგან კატალონიის გამოყოფას დაუჭირა მხარი.

რეგიონული მთავრობის წარმომადგენელმა ჯორდი ტურულმა თქვა, რომ 2.26 მილიონი ადამიანიდან, რომელმაც რეფერენდუმში მიიღო მონაწილეობა, 2.2 მილიონმა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.

კატალონიის პრეზიდენტმა კარლეს პიგდემონტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის ესპანეთისგან დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა იმ შემთხვევაში, თუ მიცემული ხმების 50 %-ზე მეტი დამოუკიდებლობას დაუჭერდა მხარს.

ამ პოზიციას ეწინააღმდეგება ესპანეთის მთავრობა.

კატალონიის მთავრობამ კი განაცხადა, რომ პოლიციის მიერ ხმის მიცემის პროცედურის ჩაშლის მცდელობისას, 800 ადამიანი დაშავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG